აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისი
ტიმორის კოლონიალური წარსული
„აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა“,ოფიციალურად სწორედ
ეს სახელი ჰქვია მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ერთ-ერთ
ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს.ტიმორის სახელმწიფოში განვითარებული მძიმე
მოვლენები და იქ მომხდარი გეოციდი თითქმის 20 წელიწადს გრძელებოდა.
1511 წელს ტიმორის ტერიტორია პორტუგალიელმა
დამპყრობლებმა დაიკავეს,ხოლო უკვე 1613 წლისათვის მათ ჰოლანდიელებიც მოყვნენ.ტიმორი
იქცა კოლონიური სახელმწიფოების ბრძოლის არენად.კოლონიურ ქვეყნებს შორის
დაპირისპირება გრძელდებოდა 1859 წლამდე სნამ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე
კუნძულის დასავლეთ ნაწილი საბოლოოდ ნიდერლანდების იურისდიქციაში დარჩა,ხოლო
აღმოსავლეთი პორტუგალიელებისა. პორტუგალიელი კოლონიზატორებს სხვებისგან
განსხვავებით ერთი სპეციფიკური ნიშანი გამოარჩევდა, ისინი დაპყრობილ ქვეყნებში
მასობრივად და იძულების ყველანაირი მექნიზმის გამოყენებით ავრცელებდნენ
კათოლიციზმს.უნდა აღინიშნოს,რომ აღმოსავლეთ ტიმორი (ადმ.ცენტრი დილი) ყველაზე
მეტად ეკონომიკურად ჩამორჩენილ და განუვითარებელ სახელმწიფოდ ითვლებოდა
პორტუგალიის ყოფილ კოლონიებს შორის.ექსპორტზე ორიენტირებული სავაჭრო-ეკონომიკური
პოლიტიკა,სოფლის მეურნეობა,რომელიც ხორციელდებოდა პრიმიტიული იარაღითა და
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით ვერ უზრუნველყოფდა სტაბილურ ეკონომიკურ
განვითარებას.აგრეთვე უნდა ითქვას,რომ პორტუგალიის სხელმწიფოს ბიუჯეტის უმეტესობას
სამხედრო ხარჯები შეადგენდა,ხოლო სოციალურ პოლიტიკაზე სულ რაღაც 4%
იხარჯებოდა,ამას თან ერთვოდა პორტუგალიელი პლანტატორების უხეში და არაადამიანური
დამოკიდებულება,რაც ბუნებრივია უბიძგებდა ტიმორელებს აჯანყებებისაკენ
(1719,1726,1769,1895-1912 წ.წ.) XX საუკუნისათვის ერთი
შეხედვით პატარა და სუსტი ტიმორის მიმართ გაჩნდა გარკვეული გეოპოლიტიკური
ინტერესი, რომელიც შემდეგში მდგომარეობდა: ღერძის ქვეყნების დამარცხებამ მეორე
მსოფლიო ომში გააჩინა იმედი, რომ ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნები არ დაუშვებდნენ
ტიმორის პორტუგალიის ქვეშევრდომობაში ყოფნას, რომლის სათავეში იყო დიქტატორული
რეჟიმი სალაზარის ხემძღვანელობით, მაგრამ
წყნარი ოკეანის აუზში ყველაფერი სხვანაირად მოხდა. 1941 წლის 12 დეკემბერს
იმისათვის,რომ არ დაეშვათ ქვეყანაში ნაცისტური იაპონიის ინტერვენცია ტიმორის
სახელმწიფო ავსტრალიამ აიღო.1943 წლისათვის ავსტრალია რჩებოდა უკაასკნელ საყრდენად
მოკავშირეებისათვის შორეულ აღმოსავლეთში, ყოველ შემთხვევაში, იაპონიის ოკუპაციამდე,
რომელიც 1945 წლამე გრძელდებოდა. თავად აღმოსავლეთ ტიმორი ომის შემდეგ დაუბრუნეს
არაოფიციალურად ნაცისტური ძალების გულშემატკივარ
სალაზარის რეჟიმს, რომელსაც ყველანაირად აწყობდა მოვლენათა ასეთი
განვითარება.ერთი მხრივ იგი იღებდა ტიმორს,ხოლო მეორე მხრივ გამარჯვებული
ქვეყნების მხარდამხარ ხდებოდა ნატოს შექმნის ერთ-ერთი მონაწილე. ამის
პარალელურად,ნიდერლანდს გამოეყო და დამოუკიდებლობა გამოაცხადა მისმა ყოფილმა
კოლონიამ,ინდონეზიამ,რომელმაც მალევე თავის ნაწილად გმაოცხადა დასვლეთ ტიმორი. პორტუგალია,როგორც კოლონიალური სახელმწიფო ღიად უცხადებდა უარს
თავის სამფლობელოებს იმის შესახებ,რომ მათ ჰქონოდათ რაიმე სახის
თვითმმართველობა.ამით იგი უფრო მეტად აღვივებდა მოსახლეობაში უკმაყოფილებას და
დამატებით სტიმულს აძლევდა კოლონიას ეროვნულ-განამთავისუფლებელი მოძრაობისაკენ.ასე
მოხდა ტიმორშიც. 1970 წელს ნაციონალისტურ-სოციალისტური იდეოლოოგის მქონე „ეროვნული
ფრონტი“ (ფრეტილინი)
ჩამოყალიბდა,რომლიც მთავარ მოთხოვნადაც იქცა აღმ.ტიმორის დამოუიდებლობა. თუმცა
მეტროპოლიასთან გამარჯვება და დამოუკიდებლობის მოპოვოება
აღმოსავლეთ ტიმორისათვის მხოლოდ ერთი და ძალიან მცირე ნაბიჯი იყო წარმატებისაკენ.
მთავარი ბრძოლა მათ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ელოდათ.
ინდონეზიური გენოციდი, ანუ კრიზისის პირველი ეტაპი
ჯაკარტაში
1965 წელს მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ აშშ-ს მოკავშირე სუხარტო
მოვიდა ხელისუფლებაში,რომელმაც ქვეყანაში მკაცრად პროამერიკული და ანტიკომუნისტური
სამხედრო დიქტატურა დაამყარა.იმისათვის,რომ არ დაეშვათ დილიში
მემარცხენე ძალების მოსვლა ინდონეზიური სამხედრო დაზვერვა აქტიურად უჭერდა მხარს
სხვა იდეოლოგიის მქონე პოლიტიკურ ძალებს აღმოსავლეთ ტიმორში. 1975
წელს ჩატარებულმა ადგილობრივმა არჩევნებმა აჩვენა,რომ ჯაკარტის გულუხვმა
ფინანსურმა რესურსებმა არ იმუშავა.გამარჯვება მოიპოვეს მათმა ოპონენტებმა ესენი
იყვნენ „ფრეტილინი“ ანუ „რევოლუციური
ფრონტი“. ამის შემდეგ დაიწყო შიდა სახელმწიფოებრივი განხეთქიილება „ფრეტილინსა“ და
ტიმორის დემოკრატიულ კავშირს შორის,რომლებმაც ადგილობრივი პოლიციისა და სამხედრო
ქვედანაყოფების დახმარებით მოაწყვეს გადატრიალება და დაიკავეს დედაქალაქი დილი.
პროინდონეზიური ძალების პასუხად ნაციონალური ფრონტის ჯარები დახმარებას თავისი
ფორმალური სუზერენისაგან,პორტუგალიისაგან ელოდნენ,თუმცა ამაოდ. 1976 წელს
აღმოსავლეთ ტიმორი ოფიციალურად იქნა
ანექსირებული და გამოცხადდა,როგოც ინდონეზიის 27-ე პროვინცია.
საინტერესოა
რა პოზიცია ეკავა საერთაშორისო საზოგაოებას ამ კონფლიქტთან
დაკავშირებით.
ბუნებრივია გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მოუწოდებდა ინდოენეზიას, რომ
გამოეყვანა ჯარები აღმოსავლეთ ტიმორიდან,მაგრამ აშშ-ს წარმომადგენელმა ეს საკითხი დაბლოკა,ინდონეზიას კი შეეძლო ჯარი
იმდენი ხანი ჰყოლოდა რამდენსაც მოისურვებდა მოხალისეობის სახელით. ამას ერთვოდა ისიც,რომ აშშ-ს მნიშვნელოვანი პარტნიორი რეგინოში
ავსტრალია მხარს უჭერდა ინდონეზიის ქმედებას.ცხადია აშშ-ს პოლიტიკური
ესტაბლიშმენტის ამგვარ ქმედებას ჰქონდა მიზეზები, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს იმ
ტრაგიკულ სურათს,რომელიც ტიმორში განვითარდა.საქმე იმაში იყო, რომ ვიეტნამის ომში
მარცხისა და სოციალისტური ბანაკის გამარჯვების შემდეგ პარანოიდული შიში მთელი
შორეული აღმოსავლეთის „გაწითლებისა“ამერიკაში კიდევ უფრო გამძაფრდა,ამიტომაც აშშ
ყველანაირი ძალებით ახშობდა ნებისმიერი სახის ეროვნულ-ნაციონალისტურ გამოვლინებებს
ამ ქვეყნებში,მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ტიმორის საკითხში ჩაერთო მესამე ძლიერი
სახელმწიფო კომუნისტური ჩინეთის სახით,რომელიც მხარს უჭერდა ტიმორის
ეროვნულ-გნამათავისუფლებლურ მოძრაობას. გენოციდი,რომელიც ინდონეზიის არმიამ
ტიმორში განახორციელა შეუძლებელი იქნებოდა მუდმივი შეიარაღების მიწოდების გარეშე.
ინდონეზიური ოკუპაციის შედეგად დაღუპული,ნაწამები და თვითმკვლელობამდე მიყვანილი
ადამიანების რიცხვი საშუალოდ 150 000-250 000-მდე ადამიანს ითვლის.ეს მთელი
მოსახლეობის ¼ ნაწილს შეადგენს,განადგურდა დასახლებული პუნქტების 80% ხოლო
მოსახლეობას ე.წ. „სტრატეგიულ სოფლებში“ ანადგურებნდენ,ასე ეძახდნენ ინდონეზიურ
საკონცენტრაციო ბანაკებს.ინდონეზიელების გენოციდი მართლაც საზარელი იყო დილის
სამხრეთით პროვინციებში ინდონეზიელებმა მთლიანად გაწყვიტეს მკვიდრი მოსახლეობა 3
წლის ზევით. სამწუხარო ისაა, რომ ამ გენოციდის შესახებ ცივილიზებული სამყაროს
ქვეყნებში არ საუბრობდნენ არც მაშინ და არც დღეს.საერთაშორისო საზოგადოება დიდი
ხნის განმავლობაში არ აქცევდა ყურადღებას ტიმორში განვითარებულ მოვლენებს,ამიტომაც
ინდონეზიური ძალების მიერ აქ განხორციელებულ განუკითხაობასა და ანარქიის შესახებ
მსოფლიომ არაფერი იცოდა.მხოლოდ 1996 წლისათვის ნობელის კომიტეტმა მიაქცია
ყურადღება აქ მიმდინარე მოვლენებს და თანდათნ ცივილიზებული სამყაროს ყურადღებაც
ტიმორისაკენ იქნა მომართული.მხოლოდ 1998 წელს ინდონეზიაში სუხარტოს რეჟიმის
დამხობის შემდეგ ახალი პრეზიდენტი ჰაბიბი დათანხმდა აღმოსავლეთ ტიმორის
ავტონომიური სტატუსის მინიჭებაზე. 1999 წლისთვის
ინდონეზიურმა ჯარებმა დატოვეს ოკუპირებული ტერიტორია,ხოლო ხელისუფლებაში მოვიდა
გაეროს მიერ ჩამოყალიბებული დროებითი კომისია. დეკოლონიზაციიდან
მხოლოდ ორი წლის შემდეგ 2002 წლის 20
მაისს აღმოსავეთ ტიმორმა გამოაცხადა
დამოუკიდებლობა.
შიდა
პოლიტიკური დაპირისპირება ანუ კრიზისის
მეორე ეტაპი
25 წლის
განმავლობაში იბრძოდა აღმ. ტიმორი დამოუკიდებლობისათვის
დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე სულ
ცოტა ხნით ადრე 2001 წლის 30 აგვისტოს პირელად ტიმორში ჩატარდა არჩევნები,სადაც
საკმაოდ მაღალი რეიტინგი მიიღეს მემარცხენე ძალებმა, რომლებიც მოაწილებდნენ
აღმოსავლეთ ტიმორის განმათავისუფლებელ მოძრაობაში.მათ 88 სადეპუტატო ადგილიდან 55
დაიკავეს, პრეზიდენტად აირჩიეს ჯოზე ალეშანდრი ხოლოპრემიერ მინისტრი გახდა მარი
ალკატირი. .მიუხედავად ამ წარმატებისა ტიმორის ახლადჩამოყალიბებული მთავრობა დიდი
ქვეყნების მიერ პოლიტიკური ზეწოლის აქტიურ ობიექტად იქცა,რომელთაც სურდათ ტიმორის
ზღვაში არსებული ენერგეტიკული რესურსების ხელში ჩაგდება.ტიმორის ზღვა საკმაოდ
მდიდარია ნავთობითა და გაზით ამიტომ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე
აღმოსავლეთ ტიმორმა დაიწყო იმაზე ზრუნვა,რომ მას ეწარმოებინა ბუნებრივი გაზი.ამას
გარდა ტიმორის სოციალ-დემოკრატიული კურსი აღიზიანებდა,როგორც ავსტრალიურ,აგრეთვე
სხვა ნეოლიბერალურ ძალებს.მიუხედავად საერთაშორისო ეკოენომიკური წრეებისა და
მსოფლიო ბანკის რეკომენადციებისა აღმოსავლეთ ტიმორის ხელისუფლებამ მაინც არ
შეცვალა ეკონომიკური პოლიტიკა და კვლავ სოციალურ პროგრამებს მიანიჭა
უპირატესობა.ამან მოიტანა ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური ზრდა ბრინჯის წარმოება
37 000 ტონიდან 65 000 ტონამდე გაიზარდა.უნდა აღინიშნოს,რომ ეკლესიას ტიმორის
კონფლქიტში საკაოდ დიდი ფუნქცია ეკისრებოდა.სწორედ ეკლესია იყო დამაკავშირებელი
ხიდი დაპირისპირებულ მხარეებს შორის, მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვების
შემდეგ ტიმორის ხელსიფულებას უნდოდა
სეკულარული სახელმწიოფს ჩამოყალიბება ამიტომაც უარი განუცხადა ეკლესიას თხოვნაზე, რომ
ქრსტიანობა ყოფილიყო კონსტიტუციურად დადგენილი ერთადერთი რელიგია
ქვეყანაში.ეკლესიასა და ახალ ხელისფლებას შორის გაჩენილი უთანხმოება კარაგად
გამოიყენა იმ ძალებმა, რომელთაც უნდოდათ ფრეტილინის ხელისუფლებიდან ჩამოშორება.
ტიმორის ახალი პოლიტიკური კრიზისის
დაიწყო ქვეყნის არმიაში წარმოქმნილი განხეთქილებით,როდესაც 500 მდე ჯარისკაცი არ
დაემორჩილა ბრძანებას.ისინი ითხოვდნენ სამხედრო განაწესის შერბილებას და პრემიერ
მინისტრის მარი ალკატარის თანამდებობიდან გადადგომას. მათ უბრძანეს ყაზარმაში
დაბრუება,მაგრამ ისინი ბრძანებას აარ დაემორჩილნენ რის შემდეგაც ისინი გამოაცხადეს
დეზერტირებად და არმიიდან დაითხოვეს.მათ სულ მალე მიემხრნენ ქუჩის ბანდები
ახალგაზრდათა გარკვეული ჯგუფი და სამხედრ პოლიციის რამდენიმე ქვედანაყოფი,რამაც
მოიტანა ქვეყანაში მასობრივი არეულობა. მდგომარეობა საერთაშორისო საზოგადოების
ნიჰილისტურმა დამოკიდებულებამაც გაართულა,კერძოდ გაერთიანებული ერების
ორგანიზაციამ ძალიან საეჭვოდ დატოვა ტიმორის ტერიტორია.არეულობა კიდევ ერთი თვის
მანძილზე გრძელდებოდა,ანუ იქამდე სანამ პრემიერ მინისტრი და მთავრობის სხვა
წარმომადგენლები არ გადადგნენ.პოლიტიკურ კრიზის აგრეთვე დაერთო პრეზიდენტის
თანამდებობიდან გადადგომაც და მის ადგილზე ყოფილი საგარეო საქმეტა მინისტრის რამუშ
ორტას დანიშვნა.
2006 წლის
დაძაბული მოვლენების გამოძახილად იქცა 2008 წლის პლიტიკური კრიზისი,როდესაც გახდა
ცნობილი,რომ ტიმორ-ლეშტის უმაღლესი ხელისუფლება ფიზიკური განადგურების საფრთხის
ქვეშ იყო. 2008 წლის 11 თებერვლას აჯანყებულები თავს დაესხნენ პრეზიდენტს სახლს
მისი მოკვლის მიზნით. პრეზიდენტის დაცვამ გაუხსნა ცეცხლი უცნობ
თავდამსხმელებს,რომელბმაც თავის მხრივ მოასწრეს და სამჯერ მძიმედ დაჭრეს
რამუშ-ორტა.ამის პარალელუად თავს დაესხნენ პრემიერ მინისტრ გუმაჟუს მანქანასაც.
შიდა პოლიტიკური არეულოობის პარალელურად
ავსტრალიის სახელმწიფომ თანდათან გაზარდა თავისი სამხედრო კონტინგენტის
შეყვანა აღმ.ტიმორის ტერიტორიაზე ამას გარდა გაიღო უხვი ეკონომიკური ინვესტიცია
დაახლ 550 მლნ. დოლარი.არ შემდგარი აჯანყების შემდეგ შექმნილი მეტნაკლები
სტაბილური მდგომარეობა ტიმორში დღემდე
ნარჩუნდება ამას ერთვის ისიც,რომ აღმ.ტიმორის ხელისუფლებას მოუწია რიგ დათმობებზე
წასვლა მაგალითად აშშ-ს სამხედრო კონტინგენტი,რომელიც ამ ტერიოტირაზეა განლაგებული
სარგებლობს აბსოლუტური დიპლომატიური იმუნიტეტით.აგრეთვე ფრეტილინის ხელისუფლებას
დაეკისრა ვალდებულება,რომ მანდატები პარლამენტში პროპორციულად გაენაწილებინა და
ყველა პარტია თანაბრად შეეშვა.აგრეთვე უდნა აღინიშნოს,რომ გუმაჟუს რეპუტაცია სულ
უფრო მცირდება განსაკუთრებით ახალგაზრდებში,რომელბიც მას ავსტრალიის მარიონეტად
მიიჩნევენ.აგრეთვე შეინიშნება მძიმე ანტისოციალური ფონი განსაკუთრებით პრემიერ
მინისტირი ალკატირის გადაყენების შემდეგ რაც გამოიხატება გადასახადების
შემცირებაში კერძო კომპანიების სასარგებლოდ და პენსიისა და სხვა სოციალური
პროგრამების შემცირებაში.
სტატიის ავტორი : ნიკოლოზ ჩხარტიშვილი
სტატიის ავტორი : ნიკოლოზ ჩხარტიშვილი
Comments
Post a Comment