ყოფილი ნიდერლანდების ანტილია

ამ თემაზე დაწერა პირველ რიგში გადავწყვიტე იმიტომ,რომ ინტერნეტ სივრცეში ქართულ ენაზე ამ სახელმწიფოების შესახებ ლიტერატურა არ შემხვედრია ერთი შეხედვით ეს ბუნებრივია ვინაიდან მსოფლიოს ამ წერტილში განვითარებულ მოვლენებს  გავლენა არ მოუხდენია საერთაშორისო პოლიტიკაზე შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინტერესის ობიექტიც არ გამხდარა,მიუხედავად ამისა მაინც გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ და იგი ჩემს ბლოგზეც გამეზიარებინა.მიუხედავად სახელმწიფოთა მუდმივი მიდრეკილებებისა ინტეგრაციისა და გაერთიანებებისაკენ ჩვენს დროში საკმაოდ ხშირია ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის პრეცენდენტები. 2010 წლის 10 ოქტომბერს კარიბის ზღვის აუზში „ნიდერლანდების ანტილიის კუნძულებმა“  თავისი არსებობა შეწყვიტა,როგორც ნიდერლანდის სახელმწიფოს კოლონიამ. ყოფილი კოლონია სენტ-მარტენი,კურასაო,არუბა, ბონეირ სინტ ესტატიუს და საბა  ჩამოყალიბდნენ,როგორც დამოუკდიებელი სახელმწიფო ერთეულები ,თუმცა კვლავ ნიდერლანდების სახელმწიფოს შიგნით.


 კურასაო


















შეთანხმების საფუძველზე ნიდერლანდების სამეფო გადაწყვეტს ისეთ საკითხებს ,როგორიც არის : საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა,რაც შეეხება კურასაოს,მის დედაქალაქ ვილემსტადსა და  ადგილობრივ მთავრობას იგი მხოლოდ საგადასახადო  პოლიტიკის კონტროლით შემოიფარგლება. (Status Aparte)
კუნძული პირველად აღმოაჩინა ესპანელმა ზღვაოსანმა ალონსო დე ოხეიდამ 1499 წელს. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად სამხრეთ ამერიკის მიწებზე მოგზაურობისას ოხეიდამ კურასაოს კუნძულზე დატოვა ცინგით მძიმედ დაავადებული მეზღვაურები ხოლო უკან დაბრუნებისას ისინი სრულიად ჯანმრთელები დახვდნენ. ამის მიზეზი გახლდათ საჭირო რაოდენობით C ვიტამინის მიღება,რომელიც ადგილობრივ მცენარეებში უხვად მოიპოვებოდა.ცხადია მშინ ამ ვიტამინის მნიშვნელობის შესახებ არაფერი იცოდნენ.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად სწორედ ამიტომ დაერქვა კუნძულს კურასაო,რაც ესპანური სიტყვა (Cura-განკურნება) წარმოსდგება. XVI საუკუნიდან კუნძული ესპანეთის პროტექტორატის ქვეშ იმყოფება და მნიშვნელოვანი სანაოსნო სანავიგაცი ფუნქცია აკისრია თუმცა ესპანელები მალევე ტოვებენ დასახლებას ვინაიდან კუნძლზე სასმელი წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია. მათ მალევე ანაცვლებენ ჰოლანდიელები,რომლებმაც აქ დაიწყეს: მიწის თხილის,ხილის,სიმინდისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის მოყვანა. 1634 წელს კუნძლს მართავს „ჰოლანდიური ვესტ-ინდიის“ კომპანია,რომელსაც ჩაყავს კუნძულზე დიდი რადონებოთ აფრიკელი მონები სამუშაოდ და კურასაო იქცევა საყოფაცხოვრებო პროდუქციის მნიშვნელოვან მწარმოებლად. 1863 წელს მონობის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება კუნძულის ცხოვრებაზე საკმაოდ ნეგატიურად აისახება,კუნძული მუშა ხელს არქონის გამო ფაქტობრივად კარგავს თავის ეკონომიკურ მნიშვნელობას და მიდის საუბარი მისი გერამნიის სახელმწიფოსათვის მიყიდვის შესახებ,რათა კურასაოზე მოხდეს გერმანული სამხედრო ბაზის ფორმირება,თუმცა ბისმარკს არ სურდა აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭება და მის სახელმწიფო საზღვრებთან სამხედრო ბაზის ფორმირება ამიტომ მოლაპარაკებები ვერ შედგა და კუნძული კვლავ ჰოლანდიელების ხელში დარჩა.
          ახალი ბუნებრივი რესურსების მნიშვნელობის ზრდასთან ერთად კურასაოს ეკონომიკური მნიშვნელობა  არ შემცირებულა ვინაიდან,როგორც აღმოჩნდა ამ ტერიტორიაზე ნავთობი საკმადო ჭარბი რაოდენობით მოიპოვება  1916 წლისთვის  აქ აშენდა პირველი ნავთობგადამამუშვებელი ქარხანა. შეიძლება ითქვას,რომ დღემდე ნავთობი ამ პატარა კუნძლის ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს საყრდენს წარმოადგენს. უკვე 1954 წლსიათვის კურასაო ნახევრადავტონომიურ, ე.წ. „ნიდერლანდის ანტილიის კუნძულის“  სტატუსს იძენს. 2010 წლისთვის იგი უკვე დამოუკიდებელ სახელმწიფო სუბიექტად ყალიბდება, მხოლოდ ნიდერლანდების სახელმწიფოს შიგნით.
დღესდღეობით კურასაოს ეკონომიკური განვითარების უმთავრეს საყრდენს ტურიზმი,ნავთობის გადამუშავება და ვაჭრობა  წარმოადგენს. კუნძულის მოსახლეობა დაახლ. 154 834 ადამიანს ითვლის.  

სენტ-მარტენი
კიდევ ერთი კუნძული და კიდევ ერთი არაჩვეულებრივი ტურისტული ზონა კარიბის ღვის აუზში გახლავთ კუნძლი სენტ მარტენი,რომელიც აგრეთვე ნიდერლანდის სამეფოს ყოფილი კოლონია იყო.უნდა აღინიშნოს,რომ სენტ-მარტენი მსოფლიოში ყველაზე მცირე დასახლებული კუნძულია მსოფლიოში,ამავდროულად იგი ერთდროულად ორი სახელმწიფოს მფლობელობაშია.მისი ჩრდილოეთი ნაწილი საფრანგეთის სახელმწიფოს ეკუთვნის ხოლო სამხრეთი ნიდერლანდის სამეფოს შიგნით შეზღუდული ავტონომიის პრინციპით არსებობს.სენტ მარტენი კუნძლს ინგლისელებამ უწოდეს,ხოლო ადგილობრივი მოსახლეობა მას  "ქოქოსების კუნძლს" ეძახის.
      
დიდ გეოგრაფიულ აღმოჩენებამდე კუნძული ინდიელების ტომის "არაბაკების" შემადგენლობაში შედიოდა,რომლებიც სენტ მარტინს მარილის კუნძულს ეძახდნენ.ეს სახელი კუნძულის მთავარი ბუნებრივი წიაღისეულიდან გამომდინარეობს,რმელიც აქ უხვად მოიპოვება. 1493 წელს წელს კუნძლის აღმოჩენის შემდეგ მას სენტ-მარტენი ეწოდება,ხოლო 11 ნოემბერს სენტ მარტენის ეროვნული დღესასწაული აღინიშნება,ამ დღეს ეს კუნძული მსოფლიო რუკაზე დაიტანეს. 1620 წელს კუნძულზე გამოჩნდენ ფრანგები,რომლებმაც დაიწყეს თამბაქოს მოყვანა 11 წელიწადში მათ მოყვნენ ჰოლანდიელები,რომელებმაც სენტ-მარტენზე ააშენეს სამხედრო ბაზა ფორტ-ამსტერდამი.სულ მალე "ჰოლანდიის ვესტ ინდიის კომპანიამ" დაიწყო კუნძლზე მარილის დამუშავება. 1644 წელს კუნძული ბრძოლით დაიკავეს ესპანელებმა და დაამარცხეს ჰოლანდიელები,ცხადია  ამშემთხვევაშ კუნძულს უბრაოდ სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქოდნა და არა სხვა მითუმეტეს მიმდინარეობდა 80 წლიანი ომი მისი დასრულების შემდეგ ესპანეთისათვის ენტ-მარტენმა ყველანაირი მნიშვნლობა დაკარგა და მათ გადაწყვიტეს კუნძულის დატოვება.ამის შემდეგ ფრანგებმა და ჰოლანდიელებმა აღადგინეს დასახლებები სენტ-მარტინზე 













Comments

Popular posts from this blog

კოსოვოს კრიზისი

აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისი