კოსოვოს კრიზისი

    


ისტორიულ-ანალიტიკური მონახაზი
      
  2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ერთხმად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისაგან.დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეს ფაქტი საერთაშრისო საზოგადოების მიერ აღქმული იქნა,როგორც  მოვლენა,რომელსაც წერტილი უნდა დაესვა ნაციონალისტურ მოტივებზე გაღვივებული თითქმის ერთსაუკუნოვანი კონფლიქტისათვის არა მარტო ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე,არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.თუმცა დრომ გვიჩვენა,რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.
     როდესაც საუბარი მიმდინარეობს კოსოვოს კონფლიქტზე,აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება სახელმწიფოს  ორი ფუნდამენტური უფლების გარშემო ერთი მხრივ ყურადღების ცენტრში ექცევა ისეთი მნიშვნელოვანი ცნება,როგორიცაა ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ხოლო მეორე მხრივ,სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ცნება.თუკი დავაკვირდებით მსგავსი ტიპის კოფლიქტებს ყველა მათგანს აქვს თავისი:მიზეზები,წესები,განვითარების ეტაპები და საბაბი.ამიტომ ძნელია ეს შემთხვევა მივაკუთვნოთ ერთ რომელიმე დისციპლინას და შეკითხვებზე პასუხები მხოლოდ ამ დისციპლინაში ვეძიოთ.სხვადასხვა მეცნიერებებს:ისტორიას,გეოპოლიტიკას,ეკონომიკას... ამ კონფლიქტზე სხვადასხვა პასუხები აქვს,შესაბამისად დასკვნების გაკეთება არც ისე იოლი საქმეა.
იმის თქმა,რომ კოსოვოს კონფლიქტი დაარეგულირებს და გავლენას იქონიებს  სუვერენიტეტის მოთხოვნით დაწყებულ მოძრაობებთან ცოტა გადაჭარბებულია,რადგან დასავლეთ და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებში მსგავსი ტიპის  კონფლიქტები არსებობს (ბასკეთი,ირლანდია,შოტლანდია,ბელგია და ა.შ).კოსოვოს თვითგამოცხაებული სახელმწიფო გახდა ყველაზე რთული პრობლემა და ძალიან დიდი თავის სატკივარი სერბულ-ალბანურ ურთიერთობებში ორივე მხარისათვის,ასევე საერთაშორისო საზოგადოებისა და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებისათვის.ამიტომაც მსგავს სიტუაციაში უმჯობესი გამოსავალი იქნება არა ახალი საზღვრების გავლება კოსვოსათვის არამედ „კოსოვოს პრეცენდენტის“ არ გავრცელება სხვა, სახელმწიფოებში.
90-იან წლებში კოსოვოში გავითარებულ მოვლენებს ხშირად კოსოვოს კრიზისის სახელითაც მოიხსენიებენ,თუმცა ეს კრიზისი მხოლოდ მეორე ეტაპია იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლისა და ბალკანეთის ნახევარკუნძულზე განვითარებული მოვლენებისა.ამ მოვლენებს წინ უძღვოდა სლოვენიის ბოსნია-ჰერცოგოვინისა,ხორვატიის,ომი რაც საბოლოოდ  დასრულდა იმით,რომ ამ სახელმწიფოებმა დამოუკიდებლობა მოიპოვეს და გამოვიდნენ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის რიგებიდან.თავად კოსოვოს კრიზისმა არა მხოლოდ სებეთის სახელმწიფოში გააჩინა პრობლემები,არამედ ეჭვქვეშ დააყენა იუგოსლავიის სახელმწიფოს არსებობა,სწორედ კოსოვოში არსებული დაძაბული მდგომარეობა 80-იანი წლების ბოლოს,გახდა მიზეზი იუგოსლავიის სახელმწიფოს დაშლისა.
ამ მოვლენამ საშუალება მისცა სერბეთის პრეზიდნეტ სლობოდან მილოშევიჩს,რომ

განეხორციელებინა სერბულ ეთნიკურ ნაციონალიზმზე დაფუძნებული პოლიტიკური კამპანია. მან სებულ-ალბანური ეთნიკური დაპირისპირება თავის სასარგებლოდ გამოიყენა ამან სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა,რამაც მისცა კოსოვოს ლიდერებს შანსი, რომ  იგი დამოუკიდებელ სახელმწიფო ერთეულად ჩამოეყალიბებინათ. შეიქმნა მარგინალური მდგომარეობა,რომელშიც აღმოჩნდა,როგორც სერბული ისე ალბანური საზოგადოება.საყურადღებოა ის ფაქტიც,რომ ეს უკანასკნელი ყოველთვის  გამოირჩეოდა მაღალი ეთნოცენტრიზმით და კარჩაკეტილობით იუგოსლავიის სხვა საახელმწიფოებთან ურთეირთობაში.

კოსოვოს კრიზისმა გამოიწვია არა მხოლოდ იუგოსლავიის დაშლა,არამედ გამოავლინა თავად სერბეთის,როგორც უნიტარული სახელმწიფოს მანკიერი მხარეები,სადაც განსხვავება ცენტრსა და პერიფერიას შორის საკმაოდ მძაფრად იგრძნობა. აქ,გარდა ალბანელებისა, ცხოვრობენ მრავალი ეთნიკური უმციერსობის ხალხები:უნგრელები,სლოვაკები,რუმინელები,ხორვატები და ა.შ. ეს ეროვნებები ძირითადად მიმოფანტული არიან მთელს სერბეთში,მაგრამ არსებობს ეთნიკური უმცირესობებით მეტად კომპაქტურად დასახლებული ადგილებიც.თუკი კოსოვოს კრიზისს ამ კუთხით განვიხილავთ,შეიძლება იმის თქმაც,რომ ეს კრიზისი გამოწვეულია სერბეთის,როგორც მონოეთნიკური,მაგრამ მკაცრად უნიტარული სახელწმფო წყობილების გამო.
         90-იანი წლებისათვის არსებობდა მსგავსი ილუზია,რომ სერბული ნაციონალიზმის დასასრული მოჰყვებოდა სლობოდან მილოშევიჩის ხელისუფლებიდან წასვლას,მაგრამ ეთნოცენტრიზმი არ კონცენტრირდება ერთი ადამიანის ხელში,იგი უფრო რთული და კომპლექსური პროცესია და თავისი განვითრების ისტორიული მომენტები აქვს.

კრიზისის ქრონოლოგიური და არსობრივი პარამეტრები

2000 წელს მილოშევიჩი დამარცხდა სერბეთის არჩევნებში,ერთი წლის შემდეგ იგი დააკავეს და გადასცეს ჰააგის სასამართლოს ტრიბუნალს 2006 წელს იგი პატიმრობაში გარდაიცვალა. ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ოპოზიციური,დემოკრატიული ძალები,თუმცა კოსოვოს კონფლიქტმა  ХХI საუკუნის დასაწყისთან ერთად,კიდევ უფრო დრამატული ხასიათი მიიღო.2006 წლის 28-29 ოქტომბერს მთელი სერბეთის მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი,რომელმაც კოსოვო სერბეთის ნაწილად გამოაცხადა აღსანიშნავია,რომ რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიუღიათ კოსოვარებს.2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
სერბეთში განვითარებული მოვლენების ანალიზისას ვხვდებით,რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დაპირისპირებასთან ორ ერს და მის პოლიტიკურ ერთეულებს შორის.ამიტომ ერთი რომელიმე მხარის ამორჩევა და მისი მხარდაჭერა არ მოგვცემს შედეგს.ამ საკითხში ჩართული პოლიტიკოსების დიპლომატების ანალიტიკოსებისა და სხვათა მთავარი ფუნქციაა,რომ გამოინახოს გზები ეთნიკურ ნიადაგზე შუღლის არ გაღვივებისა,კოსოვოს პრეცენდენტის არ გავრცელებისა და იმისა,რომ კოსოვო არ გახდება მუდმივი შეიარაღებული კონფრონტაციის არენა და დენთის კასრი ევროპისათვის.
ერთი კი უდავოა,კოსოვოს კრიზისი ცალსახად ნეგატიურად აისახება საერთაშორისო აქტორებზე და ზოგადად საერთაშორისო ურთიერთობებზე,განსაკუთრებით ორგანიზაციებზე.კონფლიქტის პარადოქსულ ბუნეაზე ის ფაქტიც მიუთითებს,რომ კრიზისის საწყისად ისტორიული შიდა უთანხმოება მიიჩნევა,რაც შეეხება მისი მოგვარების მეთოდებს,ეს უკვე საერთაშორისო პოლიტიკის საქმეა.ამას აგრეთვე ერთვის ის მომენტიც,რომ ყველა სახელმწიფო საკმაოდ გულმოდგინედ ცდილობს თავისი ქვეყნის საზღვრები დაამთხვიოს ამ სახელმწიფოს ეთნოსის საზღვრებს,ანუ ქვეყანაში არ იყოს პოტენციური ეთნიკური საფრთხის წყარო,რომელიც შეიძლება გაღვივდეს, ბალკანეთის ნახევარუნძულზე ეს პრობლემა დგას.

ვინაიდან სერბეთი ქრისტიანული სახელმწიფოა ხოლო ალბანეთი მუსულმანური ბევრს ჰგონია,რომ რელიგია ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მოტივია რეალურად ეს ასე არ არის,რელიგია ერთ-ერთი თანმდევი პროცესია,მაგრამ არა ძირითადი.კოსოვოს კრიზისის შემთხვევაში კონფესიის ფაქტორი ეთნიკური და ნაციონალისტური დაპირისპირების ჩრდილში არსეობს.

როდესაც საუბარი მიმდინარეობს თვითგამორკვევაზე საინტერესოა ვისი თვითგამორკვევა იგულისხმება კოსოვოსი? თუ ალბანეთის? რაც ბუნებრივად აჩენს მეორე კითხვას,დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში კოსოვო ჩამოყალიბდება,როგორც ალბანეთთან მონათესავე ეთნოსი,რომელსაც ექნება თავისი სახელმწიფო? თუ მოხდება პირდაპირი შეერთება ალბანეთის სახელმწიფოსთან?უნდა აღვნიშნო,რომ ეთნოკონფლიქტი თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანაში გაღვივდა და სცენარიც მეტნაკლებად ერთნაირად განვითარდა.საბჭოთა ინტერნაციონალური იდეოლოგიის აბსოლუტური კრახის შემდეგ,სამოქალაქო საზოგადოების არ არსეობიბისა და სახელმწიფოს,როგორც მყარი სისტემის დაკნინების პირობებში გარდაუვალია კონფლიქტის წარმოშობა,ვინაიდან არ არსებობს შეთანხმებული კურსი და პოლიტიკური კულტურა.
აშშ-სა და ზოგადად დასავლეთის სახელწმიფოების მთავარი შეცდომა მდგომარეობდა იმაში,რომ სერბული ნაციონალიზმისა და ავტორიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მათ მიიღეს ალბანურ-კოსოვური ავტორიტარიზმი იმ ფაქტის გათვალისწინებით,რომ არც ალბანელებს არც სერბებს არ გააჩნდათ სათანადო პოლიტიკური კულტურა მივიღეთ ისეთი სურათი,რომ მოხდა სერბული და ალბანური ავტორიტარიზმის დაპირისპირება.თავის მხრივ რუსეთის სახელმწიფომ ძალიან დიდი იმედები დაამყარა სლობოდან მილოშევიჩზე და მის პოლიტიკაზე.უნდა ღინიშნოს,რომ 1999 წელს მხოლოდ სერბული სახელმწიფოსა და სერბული არმიის დემილიტარიზაცია მოხდა კოსოვოელი ალბანელების მიმართ იდენტური რეგულაციები არ დაწესებულა,რამაც თავისთავად გააჩნია უსაამართლობის განცდა.  მსგავსი ტიპის პოლიტიკა კი კონფლიქტის დეესკალაციას ნამდვიალდ არ ემსახურება.კოსოვოს სტატუსი სერბეთის სახელმწიფოს მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პროცესია ამ გამოწვევის წინაშე ადრე თუ გვიან დგება ყველა მონოეთნიკური სახელმწიფო.ანუ ყველას უჩნდება შეკითხვა როგორ შევინრჩუნოთ სახელმწიფოს მთლიანობა მკაცრი უნიტარული თუ ფედერაციული პოლიტიკით?ამ გამოწვევის წინაშე დადგა სერბეთის სახელმწიფო შესაბამისად ამ გამოწვევის წინაშე მოუწევს დადგომა კოსოვოსაც,როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

თავად ამ კონფლიქტის მოგვარების გზების ძებინსასაც უამრავ სირთულესა და დილემას ვაწყდებით.მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი არის ის,რომ ორივე დაპირისპირებული მხარე ამ ტერიტორიას აღიქვამს,როგორც საკუთარს.ერთ ნაწილი ფიქრობს,რომ კოსოვოს გამოყოფა სერბული იურისდიქციის ფარგლებს გარეთ არის ნაციონალური ტრაგედია,მეორენი კი თვლიან,რომ მისი შენარჩუნება სერბული სახელმწიფოს შიგნით არის ტრაგედია.ეს ამწვავებს ისედაც მძიმე სურათს არც ერთი მათგანი არ ცდილობს კოსოვოს  პოლიეთნიკური ნიშნით დანახვას,რაც ორივე მხარისათვის მომგებიანი იქნება.ორივე დაპირისპირებული მხარე ყველანაირად ცდილობს კოსოვო რადიკალურად მონოეთნიკური გახადოს და თავისკენ მიიმხროს.ამ ტრაგიკურლ სურათს თან ერთვის ძალადობრივი აქტების მთელი სერია გნებავთ ინდივიდუალურ თუ მასობრივ დონეზე,რომელიც რათქმაუნდა დაუსჯელია და წარმოშობს ადამიანებს შორის ზიზღს ამან გააჩინა ორი ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ბლოკი,რომლებიც ერთმანეთთან კონტაქტს არ ამყაებენ.ცხადია კოსოვარებსა და სერბ პოლიტიკურ ლიდერებსაც შორის მინიმალურ დონეზე არსებობდნენ ისეთები ვინც მზად იყვნენ დიალოგისათვის,მაგრამ ტენდენცია,რომელიც წასულია ორივე სახელმწიფოს შიგნით არ აძლევს მათ ამის საშულებასაც და ისინიც ცდილობენ თავისი საზოგადოების თვალში უფრო მაღლები გამოჩნდენ იხელმძღვანელონ ნაციონალისტური და ეთნიკური ნარატივით და შედეგად დაიწერონ მაღალი პოლიტიკური ქულები,მოაგროვონ რაც შეიძლება მეტი ელექტორატი და ა.შ.აქ ვხვდებით პოლიტიკური უკულტურობის კიდევ ერთ გამოვლინებას.ეს ტენდენცია განსაკუთებით გაძლიერდა 2008 წლის შემდეგ დიალოგზე წასვლა ფაქტობრივად პოლიტიკური კრახის ტოლფასია.კოსოვოში დარჩენილი სერბული უმცირესობა ფაქტობრივად გამოუვალ მდოგმარეობაშია არც კოსოვო და არც პრიშტინა არ არიან მათთვის საიმედო პარტნიორები.ორივე მხრიდან ძძალიან ცოტა კეთდება ომის შედეგად აზარალებული ადამიანების ცხოვრების სტაბილურობის შესანარჩუნებლად.არც ერთ მხარეს არ შეუცვლია კონფლიქტის რიტორიკა და არ მოუხდია სჯარო ბოდიში.

რაც შეეხება საგარეო ფაქტორს,რომელიმე მხარის მხარდაჭერა აუცილელად მიგვიყვანდა დილემასთან.განსაკუთრებით თვითგამოცხადებული დამოუკიბელობის იდეის მხარდაჭერა საგარეო ძალის მიერ,ფაქტრობირავად უდრის ნაციონალისტური-რადიკალური მიმდინარეოების სტიმულაციას.

შესაძლებელი იყო თუ არა სერბეთის მთლიანობის შენარჩუნება?


საერთაშორისო დიპლომატიურ და ანალიტიკურ წრეებში კოსოვოს კონფლიქტს რეგულირების საკითხზე მსჯელობა დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა.აქ უნდა გავმიჯნოთ რა ფორმით ვწყვეტთ კოსოვოს საკითხს.
თუკი თეორიულად განვიხილავთ კოსოვოს დარჩენას სერბეთის სახელმწიფოს იურისდიქციაში ბელგრადის წინაშე დგებოდა ორი ფუნდამენტური შეკითხვა.შესაძლებელი იყო თუ არა ალბანელების იძულება რომ უარი ეთქვათ სეცესიაზე და როგორ შეენარჩუნებინა სერბეთს თავისი ზეგავლენა კოსოვოს ტერიტორიაზე.
თეორიულად ეს შესაძლებელი ვარიანტია იმ შემთხვევაში თუ სერბეთს წარმოვიდგენთ,როგორც პოლიეთნიკურ სახელმწიფოს,სადაც ალბანელები იქნებიან მოსახლეობის რაოდენობით მეორე ერი სერბული სახელმწიფოს შემადგენლობაში ხოლო პირველი კოსოვოში.კონფლიქტის არ გამწვავებისათვის ორივე მხარის მეთაურებს უნდა მოეხადათ საჯარო ბოდიში ერთმანეთის წინაშე და ეღიარებინათ კოსოვოს პოლიეთნიკური ხასიათი,სადაც მკვიდრი მოსახლეობა თანასწორუფლებიანი იქნება კანონის წინაშე განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა და სოციალური მდგომარეობისა. უნდა ჩამოყალიბებულიყო პოლიეთნიკური სახელმწიფოს მართვის საკმაოდ დახვეწილი სისტემა,რომელიც შეესაბამება დასავლური,დემოკრატიული პოლიტიკური სტრუქტურის მაღალ სტანდარტებს.ეთნოცენტრიზმი არ უნდა ყოფილიყო განმსაზღვრელი არც ალბანური,არც სერბული პოლტიკისათვის.დიდი რეზონანსი არ უნდა მოჰყოლოდა ბელგრადში მოწინავე პოზიციებზე ზოგიერთი ალბანური წარმომავლობის ადამიანის დანიშვნას,თავის მხრივ იგივე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო პრიშტინაშიც.კოსოვო კი მინიმუმ ავტონომიური ერთეულის სტატუსით შექმნილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი უნდა ყოფილიყო,რომელიც ცხადია არც ერთ მხარეს არ ეკუთვნოდა და აღჭურვილი იქნებოდა რიგი უფლებებით მათ შორის ვეტოს უფლებით და ა.შ. ეს იქნეოდა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ორი ერის შედარებით მშვიდობიანი ინტეგრაციისა.აგრეთვე ბელგრადმა უნდა შეწყვიტოს კოსოვოში დარჩენილი სერბი უმცირესობის სახელით მანიპულირება,გაუწიოს კოსოვოდან დევნილებს  მხარდაჭერა და იზრუნოს მათ სრულფასოვან განვითარებაზე,რაც ყველაზე მთავარია ამ მზრუნველობას სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა ჰქონდეს პოპულისტური ხასიათი და არ ემსახურებოდეს არჩევნებში ქულების დაწერის პოლიტიკას.ზემოთხსენებული კომპრომისებისათვის კი არც სერბული და არც ალბანური მხარე არ გამოდგა მზად.
სერბი ნაციონლაისტი პოლიტიკოსების ნაწილი აჟღერებს ე.წ. „კომპენსაციის იდეას“რომელიც ითვალისწინებს კოსვოს მსგავსი ფართობის ტერიტორიას სერბეთისათვის,ბოსნია-ჰერცოგოვინის სახელმწიფოს ხარჯზე,რეფერენდუმის გზით.ცხადია ამ მეთოდს სერიოზულად არავინ განიხილავს,რადგან ეს იქნება ძალიან უხეში დარღვევა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა ,არავითარ შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებს ორ სახელმწიფოს შორის წარმოქმნილი უთანხმოების ხარჯზე მესამეს სუვერენიტეტის შელახვას,რაც აუცილებად წარმოქმნის ახალი საფრთხისა და კონფლიქტის წყაროებს.
კიდევ ერთი ვარიანტი,რომელიც განიხილებოდა იყო კოსოვოს გაყოფის საკითხი ეთნოტერიტორიულინ ნიშნით გაყოფის საკითხი.ამ იდეის მომხრენი არგუმენტად იყენებდნენ კვიპროსის მაგალითს,თუმცა უნდა ითქვას,რომ კვიპროსის გაყოფა მოხდა სამხედრო ინტერვენციის პირობებში და დღემდე ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულ სახელმწიფოს არავინ არ აღიარებს,გარდა თავად თურქეთისა.ამას გარდა ეთნიკური ნიშნით ამგვარმა გაყოფამ მდგომარეობა ვერ დაარეგულირა.
ХVIII საუკუნის მიწურულიდან ევროპის განვითარებაში ერთმანეთს ეჯახება ორი ძირითადი ტენდენცია.მრავალეროვანი სახელმწიფო მიისწრაფის თავისი საზღვრების შენარჩუნებისაკენ ხოლო არასრულფასოვანი ერები თვითგამორკვევისაკენ.როგორც წესი მეორენი იმარჯვებენ,ხოლმე შეიძლება მათ ამისათვის რამდენიმე საუკუნეც კი დასჭირდეთ.გამონაკლისი არც კოსოვო ყოფილა,იგი ერთნაირად არის როგორც სერბეთის ასევე ალბანეთის ისტორიის ნაწილი.საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ეს კონფლიქტი დილემური ხასიათისაა,რადგან,როგორც კოსოვოელებს აქვთ თვითგამორკვევის უფლება ნებისმიერ ფასად,სერბეთიც,როგორც სახელმწიფო ვალდებულია თავისი მთლიანობა დაიცვას ნებიმიერ ფასად.





სტატიის ავტორი : ნიკოლოზ ჩხარტიშვილი


Comments

Popular posts from this blog

ყოფილი ნიდერლანდების ანტილია

აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისი