Posts

ყოფილი ნიდერლანდების ანტილია

Image
ამ თემაზე დაწერა პირველ რიგში გადავწყვიტე იმიტომ,რომ ინტერნეტ სივრცეში ქართულ ენაზე ამ სახელმწიფოების შესახებ ლიტერატურა არ შემხვედრია ერთი შეხედვით ეს ბუნებრივია ვინაიდან მსოფლიოს ამ წერტილში განვითარებულ მოვლენებს  გავლენა არ მოუხდენია საერთაშორისო პოლიტიკაზე შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოებისათვის ინტერესის ობიექტიც არ გამხდარა,მიუხედავად ამისა მაინც გადავწყვიტე მომეძიებინა ინფორმაცია ამ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ და იგი ჩემს ბლოგზეც გამეზიარებინა.მიუხედავად სახელმწიფოთა მუდმივი მიდრეკილებებისა ინტეგრაციისა და გაერთიანებებისაკენ ჩვენს დროში საკმაოდ ხშირია ახალი სახელმწიფოების წარმოქმნის პრეცენდენტები. 2010 წლის 10 ოქტომბერს კარიბის ზღვის აუზში „ნიდერლანდების ანტილიის კუნძულებმა“   თავისი არსებობა შეწყვიტა,როგორც ნიდერლანდის სახელმწიფოს კოლონიამ. ყოფილი კოლონია სენტ-მარტენი,კურასაო,არუბა, ბონეირ სინტ ესტატიუს და საბა  ჩამოყალიბდნენ,როგორც დამოუკდიებელი სახელმწიფო ერთეულები ,თუმცა კვლავ ნიდერლანდების სახელმწიფოს შიგნით.   კურასაო ...

კოსოვოს კრიზისი

Image
     ისტორიულ-ანალიტიკური მონახაზი          2008 წლის 17 თებერვალს კოსოვომ ერთხმად გამოაცხადა დამოუკიდებლობა სერბეთისაგან.დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ეს ფაქტი საერთაშრისო საზოგადოების მიერ აღქმული იქნა,როგორც  მოვლენა,რომელსაც წერტილი უნდა დაესვა ნაციონალისტურ მოტივებზე გაღვივებული თითქმის ერთსაუკუნოვანი კონფლიქტისათვის არა მარტო ამ კონკრეტულ ტერიტორიაზე,არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც.თუმცა დრომ გვიჩვენა,რომ ყველაფერი სხვანაირად მოხდა.      როდესაც საუბარი მიმდინარეობს კოსოვოს კონფლიქტზე,აზრთა სხვადასხვაობა იკვეთება სახელმწიფოს  ორი ფუნდამენტური უფლების გარშემო ერთი მხრივ ყურადღების ცენტრში ექცევა ისეთი მნიშვნელოვანი ცნება,როგორიცაა ერთა თვითგამორკვევის პრინციპი ხოლო მეორე მხრივ,სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და მთლიანობის ცნება.თუკი დავაკვირდებით მსგავსი ტიპის კოფლიქტებს ყველა მათგანს აქვს თავისი:მიზეზები,წესები,განვითარების ეტაპები და საბაბი.ამიტომ ძნელია ეს შემთხვევ...

აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისი

Image
        ტიმორის კოლონიალური წარსული „ აღმოსავლეთ ტიმორის დემოკრატიული რესპუბლიკა “ , ოფიციალურად სწორედ ეს სახელი ჰქვია მსოფლიოს პოლიტიკურ რუკაზე ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფოს.ტიმორის სახელმწიფოში განვითარებული მძიმე მოვლენები და იქ მომხდარი გეოციდი თითქმის 20 წელიწადს გრძელებოდა.  1511 წელს ტიმორის ტერიტორია პორტუგალიელმა დამპყრობლებმა დაიკავეს,ხოლო უკვე 1613 წლისათვის მათ ჰოლანდიელებიც მოყვნენ.ტიმორი იქცა კოლონიური სახელმწიფოების ბრძოლის არენად.კოლონიურ ქვეყნებს შორის დაპირისპირება გრძელდებოდა 1859 წლამდე სნამ ლისაბონის შეთანხმების საფუძველზე კუნძულის დასავლეთ ნაწილი საბოლოოდ ნიდერლანდების იურისდიქციაში დარჩა,ხოლო აღმოსავლეთი პორტუგალიელებისა. პორტუგალიელი კოლონიზატორებს სხვებისგან განსხვავებით ერთი სპეციფიკური ნიშანი გამოარჩევდა, ისინი დაპყრობილ ქვეყნებში მასობრივად და იძულების ყველანაირი მექნიზმის გამოყენებით ავრცელებდნენ კათოლიციზმს.უნდა აღინიშნოს,რომ აღმოსავლეთ ტიმორი (ადმ.ცენტრი დილი) ყველაზე მეტად ეკონომიკურად ჩამორჩენილ და...

გეოპოლიტიკური მოვლენები სუდანის გარშემო და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება აფრიკის კონტინენტზე

Image
ამ სტატიაში საუბარი გვექნება სამხრეთ სუდანის სახელმწიფოზე,რომელიც ყველას თვალწინ ჩამოყალიბდა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეული აფრიკაში.თავისი მნიშვნელობით იგი გვევლინება,როგორც არაბული და აფრიკული სამყაროს წყალგამყოფი. დასაწყისისათვის უნდა აღვნიშნო,რომ განსხვავება სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანს შორის საკამოდ მძაფრია,ჩრდილოეთ სუდანი თავიდან ბოლომდე არაბული კულტურისა და ისლამის გავლენის სფეროებშია მოქცეული.რაც შეეხება სამხრეთს აქ სუდანელი არაბების რაოდენობა არც ისე დიდია სამხრეთში ყველანაირად უარყოფენ არაბულ კულტურას,მათ შორის დარფურის პროვინციაშიც,რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობს,თუმცა დღევანდელ თემაში დარფურის კრიზისზე საუბარი არ გვექნება,უფრო მეტად ვისაუბრებთ სუდანის სახელმწიფოზე მთლიანობაში და სამხრეთ სუდანის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე. მოკლე ისტორიული ექსკურსი         სუდანის სახელმწიფო ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გახლდათ.იმ პერიოდისათვის არსებობდა მხოლოდ ჩრდილეთ სუდანი,რომელიც „ნუბიის სამეფოს“სახელითაა ცნო...