გეოპოლიტიკური მოვლენები სუდანის გარშემო და ახალი სახელმწიფოს ჩამოყალიბება აფრიკის კონტინენტზე





ამ სტატიაში საუბარი გვექნება სამხრეთ სუდანის სახელმწიფოზე,რომელიც ყველას თვალწინ ჩამოყალიბდა,როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ერთეული აფრიკაში.თავისი მნიშვნელობით იგი გვევლინება,როგორც არაბული და აფრიკული სამყაროს წყალგამყოფი. დასაწყისისათვის უნდა აღვნიშნო,რომ განსხვავება სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანს შორის საკამოდ მძაფრია,ჩრდილოეთ სუდანი თავიდან ბოლომდე არაბული კულტურისა და ისლამის გავლენის სფეროებშია მოქცეული.რაც შეეხება სამხრეთს აქ სუდანელი არაბების რაოდენობა არც ისე დიდია სამხრეთში ყველანაირად უარყოფენ არაბულ კულტურას,მათ შორის დარფურის პროვინციაშიც,რომელიც ქვეყნის ცენტრში მდებარეობს,თუმცა დღევანდელ თემაში დარფურის კრიზისზე საუბარი არ გვექნება,უფრო მეტად ვისაუბრებთ სუდანის სახელმწიფოზე მთლიანობაში და სამხრეთ სუდანის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე.

მოკლე ისტორიული ექსკურსი
      
 სუდანის სახელმწიფო ინტერესის ობიექტი ჯერ კიდევ უძველესი დროიდან გახლდათ.იმ პერიოდისათვის არსებობდა მხოლოდ ჩრდილეთ სუდანი,რომელიც „ნუბიის სამეფოს“სახელითაა ცნობილი ღსანიშნავია,რომ ეგვიპტის სამეფო ხშირად ახორციელებდა თავდასხმებს ნუბიაზე და თავის კულტურასაც ავრცელებდა.ტრადიციულ ძველეგვიპტურ სარწმუნოებაზე ნუბიამ უარი განაცხადა დაახლოებით მეექვსე საუკუნისათვის,როდესაც ბიზანტიის იმპერიამ გაგზავნა რამდენიმე კათოლიკური მისია,ააშენა რამდენიმე ეკლესია,მაგრამ ეგვიპტის მიერ არაბთა დაპყობის შემდეგ ნუბია გაემიჯნა  ქრისტიანულ სარწმუნოებას და ისლამური კულტურის სფეროში მოექცა.დაიდო მშვიდობის ხელშეკრულება ე.წ. „ბაქტი“,რომელიც XIV საუკუნემდე ფუნქციონირებდა და უზრუნველყოფდა მეტნაკლებ მშვიდობას არაბული ცივილიზაციის დაქვემდებარებაში.უკვე 1312 წლიდან იწყება ნუბიის აქტიური ისლამიზაცია.
სუდანის სახელმწიფოს ისტორია შეიძლება ითქვას,რომ მხოლოდ ჩრდილოეთ
ნაწილში იწერებოდა.სამხრეთ სუდანი კი დიდი ხნის განმავლობაში იზოლაციონიზმნში არსებობდა და არანაირ ფიგურალურ ფუნქციას არ ასრულებდა.სახმრეთ სუდანის ისტორიის წერა მხოლოდ XIX საუკუნიდან იწყება,ანუ ოსმალეთის იმპერიის ბატონობის პარალელურად.სწორედ ეგვიპტურ-ოსმალური იმპერიის ბატონობის ბოლო წლებში გამოჩნდენ სამხრეთ სუდანში ბრიტანელი მისიონრები,რომლებიც აქ ქრისტიანობის გასავრცელებლად მოვიდნენ.მოგვიანებით თავად ეგვიპტე მოექცა ბრიტანეთის კოლონიალური პოლიტიკის გავლენაში.1898 წლისათვის უკვე ბრიტანეთი და ეგვიპტე მართავენ მთელი სუდანის ტერიტორიას კონდომინიუმის პრინციპით.1956 წელს გამოცხადდა სუდანის დამოუკიდებლობა ბრითანეთისაგან.

დიდი სახელმწიფოების გეოპოლიტიკური ინტერესები სუდანში

რამდენადაც ისტორიული ექსკურსიდან ვიგებთ სუდანის სახელმწიფო არა
მარტო თანამედროვე დიდი სახელმწიფოებისათვის წარმოადგენდა „გემრიელ ხორცის ნაჭერს“.ეს მხარე ყოველთვის მდიდარი იყო ბუნერბრივი წიაღისეულით აქედან გამომდინარე ძლევამოსილი ქვეყნები ყოველთვის მიისწრაფოდნენ ამ რესურსების ფლობისაკენ.სამხრეთ სუდანმა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მიიღო მთელი ქვეყნის სანავთობო რესურსის 75% და აფრიკის ნავთობმომპოვებელი ქვეყნების სიაში მესამე ადგილი დაიკავა.ახალგაზრდა სახელმწიფოს ეკონომიკა მთლიანად დამოკიდებულია ნავთობის მოპოვების მასშტაბებზე,თუმცა შავი ოქროს დიდი რაოდნეობით მარაგი ძლიერი სახელმწიფოებისა და მსხვილი ინვესტორების ყურადღებასაც იქცევს.საყურადებოა ის ფაქტი,რომ ასეთ ახალგაზრდა სახელმწიფოს ღიად და დაუფარავად უჭერს მხარს ორი ზესახელმწიფო.
         აშშ,რომელსაც მეორენაირად სამხრეთ სუდანის დამოუკდიებლობის „ნათლიასაც“ეძახიან. ცხადია აშშ-ს ინტერესებიც ბუნებრივ რესურსებთანაა დაკავშირებული თეორიულ დონეზე ანალიტიკურ წრეებში მუსირებს თემა,რომ თეთრი სახლი სამხრეთ სუდანს განიხილავს,როგორც პლაცდარმს,სადაც უნდა განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზა,რათა დაცული იქნეს ე.წ. „ტრანსაფრიკული მილსადენი“ კენიიდან კამერუნამდე.

     ჩინეთი,რომელიც არის სამხრეთ სუდნის მთავარი ინვესტორი სახელმწიფო. გარდა მატერიალური ინვესტიციებისა აქტიურად ახდენს მშვიდობისმყოფელი ძალების შემყვანას სამხრეთ სუდანის სახელმწიფოში,რომელთაც რეალურად არა მშვიდობის,არამედ ნავთობმილსადენების დაცვა ევალებათ.1990-იანი წლებიდან ჩინეთი აქტიურად იღებს მონაწილეობს სუდანის სახელმწიფოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაში და მისი გეოეკონომიკური ინტერესები სერიოზულ კონკურენციას უწევენ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებს აფრიკის კონტინენტზე. სწორედ  სუპერსახელმწიფოების არაპირდაპირი ჭიდილი წარმოშობს ქვეყანაში არეულობას და ქაოსს.ჩინეთი ყველანაირად ცდილობდა გაემყარებინა ომარ-ალ-ბაშირის პოზიციები და აწვიდიდა მას შეიარაღების 90%-ს.პარალელურად აშშ-ს პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმცროსმა,ეს რეგიონი „ამერიკისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის ზონად“ გამოაცხადა.

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 6 თვეში სამხრეთ სუდანის სახელმწიფო 116-მა ქვეყანამ აღიარა,მან 40-მდე სახლემწიფოსთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობა.დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 5 დღეში იგი მიიღეს გაეროს წევრად,18 დღის შემდეგ აფრიკული კავშირის წევრად,ერთი წლის შემდეგ ხელი მოაწერა ჟენევის კონვენციას და გახდა მსოფლიო ბანკის წევრიც.ასეთი საერთაშორისო წარმატება ახალდაბადებული სახელმწიფოსათვის ძალიან საინტერესო მაგრამ ამავდროულად საეჭვო ფაქტია.ეს წარმატება მეტწილად განაპირობა დიდი სახელმწიფოების ქმედებამ,რომელთაც დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე აღიარეს სამხრეთ სუდანის სახელმწიფოებრიობა.
არაბულმა მხარემ ძალიან მტკივნეულად აღიქვა რეფერენდუმის შედეგები

ისინი ადანაშაულებენ დასავლეთს სუდანის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო,მაგრამ მათაც არანაკლები წვლილი მიუძღვით აქ მომხდარ არეულობაში,რადგან ბრიტანელების წასვლის შემდეგ სუდანის არაბული მთავრობა საერთოდ არ ფიქრობდა სამხრეთის განვითარებაზე იძულებით ავრცელებდა ისლამურ კანონებს სამხრეთის ქრისტიან მოსახლეობაში.მიუხედავად ამისა, არაბთა მხრიდანაც ისმის შედარებით ზომიერი შეფასებები მაგალითად ტელეკომპანია „ალ ჯაზირა“,რომელიც თავისი პროდასავლური რიტორიკით გამოირჩევა ერთ-ერთი გადაცემაში ამბობს,რომ ჩრდილოეთი იმდენად მარგინალიზირებულია,რომ მუქი ფერის კანი სირცხვილად ითვლება.



სტატიის ავტორი : ნიკოლოზ ჩხარტიშვილი 

Comments

Popular posts from this blog

კოსოვოს კრიზისი

ყოფილი ნიდერლანდების ანტილია

აღმოსავლეთ ტიმორის კრიზისი